მასწავლებელთა პროფესიული სამუშაო შეხვედრები


მასწავლებელთა პროფესიული სამუშაო შეხვედრა N1
ზოგადპროფესიული მოდული 1:
 „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“
                                       N1 სამუშაო შეხვედრის რეფლექსია       ე. ფულაძე
შეხვედრის ორგანიზატორმა ნონა ოზბეთელაშვილმა გაგვაცნო სამუშაო შეხვედრის მიზანი და გეგმა, რის მიხედვითაც უნდა გვემუშავა.

მიზანი:
·         ტრენინგზე განხილული საკითხების შეჯამება;
·         მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გამოკვეთა და მათი მოგვარების მიზნით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა.
·         აქტივობა 1

     პირველი აქტივობა დაეთმო ტრენინგზე განხილულ საკითხებს,  წარვმართეთ დისკუსია შემდეგი შეკითხვების მიხედვით:

·      როგორ გამოიყენებთ ტრენინგზე განხილულ საკითხებს თქვენს საკლასო ოთახში? როგორ ფიქრობთ, რა შედეგს მიიღებთ?
·      რომელი საკითხი იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?
·      როგორ ფიქრობთ, რა ცვლილებებს გამოიწვევს ტრენინგზე განხილული საკითხების დანერგვა საკლასო ოთახში?
დისკუსია მიმდინარეობდა საკმაოდ ხალისიანად, საქმიანად და ყველა მონაწილის ჩართულობით.

მეორე აქტივობა წარიმართა დისკუსიის დროს გამოვლენილი საჭიროებების აღმოსაფხვრელად.
გამოვკვეთეთ ჩვენი კლასების 2-3 ინდივიდუალური საჭიროება და ჩამოვწერეთ ფლიპჩარტზე. კოლეგებთან ერთად მსგავსი პრობლემები კატეგორიების მიხედვით დავაჯგუფეთ. შევქმენით ჯგუფები ერთნაირი საჭიროებების მიხედვით და ერთობლივად შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა (დავგეგმეთ ისეთი აქტივობები, რომლებიც ჩვენ მიერ გამოკვეთილი პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარებოდა) საჭიროების/პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ინფორმაციის ორგანიზებისთვის  გამოვიყენეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი.

#
საჭიროება/პრობლემა
მიზანი
აქტივობები
1



2



3



დაგეგმვის შემდეგ ჯგუფებმა საკუთარი ნამუშევრები გავუზიარეთ ერთმანეთს; ვიმსჯელეთ თითოეული საკითხის შესახებ და გავეცით შესაბამისი უკუკავშირი.

მეორე სამუშაო შეხვედრამდე პრაქტიკულად განვახორციელეთ ჩვენს მიერ დაგეგმილი აქტივობები და მოვემზადეთ შედეგების მომდევნო სამუშაო შეხვედრაზე განსახილველად.

სამუშაო ჯგუფის  შეხვედრა 2:
შეხვედრის ორგანიზატორის თხოვნით მოვამზადეთ შემდეგი ტრენინგის წინასაკითხავი მასალა და წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ ჩვენსავე კლასებთან საჭიროებების გათვალისწინებით  განხორციელებული აქტივობების შედეგები.

მეორე სამუშაო შეხვედრის მიზანი:
  • მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისი აქტივობების პრაქტიკაში დანერგვის შედეგების წარდგენა;
·         შემდგომი ტრენინგის წინა საკითხავი მასალის გაცნობა და დამუშავება.
დრო: 1 სთ. 30 წთ.




შეხვედრის პირველი აქტივობა დაეთმო მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისი აქტივობების პრაქტიკაში დანერგვის შედეგების წარდგენას. შეხვედრის ორგანიზატორმა შემოგვთავაზა ინფომაციის გადმოცემა შემდეგი კითვების მიხედვით:

·   მიაღწიეთ თუ არა დასახულ მიზანს?
·   რა გამოგივიდათ კარგად, რას შეცვლიდით
·   შეცვალეთ თუ არა გეგმის რომელიმე ნაწილი სამუშაო პროცესში, როგორ და რატომ?
·   როგორ შეაფასებდით თქვენ მიერ მიღწეულ შედეგებს?
·   რას ურჩევდით კოლეგებს განხორციელებული აქტივობებიდან გამომდინარე?
სამუშაო საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, რამდენადაც ვითვალისწინებდით ერთმანეთის შეცდომებსა თუ გამოცდილებას და იყო პოზიტიური უკუკავშირი.
აქტივობა 2:

მეორე აქტივობისთვის გადავნაწილდით მცირე ჯგუფებში; წინასატრენინგო მასალიდან თითოეულმა ჯგუფმა შეარჩია მათთვის საინტერესო მასალა. გავეცანით მასალას ჯერ ინდივიდუალურად (კითხვისას ვინიშნავდით ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს). ტექსტის დამუშავების შემდეგ ჯგუფის წევრებმა ერთად გავეცით პასუხი შემდეგ კითხვებს: 

·         რა იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რატომ?
·         რას გამოვიყენებთ პრაქტიკაში?

დრო 1 საათი 20 წუთი

მსჯელობის შემდეგ ჯგუფებმა მოვამზადეთ პრეზენტაცია და წარვუდგინეთ აუდიტორიას.
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ ინდივიდუალურად შევავსეთ ქვემოთ მოცემული ,,გასასვლელი ბილეთი”



გასასვლელი ბილეთი                                           თარიღი:_____________________

დაასრულეთ ქვემოთ მოცემული წინადადებები:

სამუშაო ჯგუფში განხილული საკითხებიდან...

1. ჩემთვის სიახლეს წარმაოდგენდა....
______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

2. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო....
______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

3. მე გავაკეთე შემდეგი დასკვნა....
______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

4. ჩემს პრაქტიკაში გამოვიყენებ....
______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________


მეორე სამუშაო შეხვედრაც საკმაოდ ნაყოფიერი არმოჩნდა. გარდა გამოცდილების გაზიარებისა, ჩვენ შეგვექმნა გარკვეული წარმოდგენა შემდეგი ტრენინგისთვის.


მესამე სამუშაო შეხვედრის რეფლექსია                                   ე. ფულაძე
                                                  მოდული 2
„მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო - სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები“
 მიზანი: 1. ტრენინგზე განხილულ საკითხების განხილვა-დამუშავება.
                2. გაკვეთილის გეგმების განხილვა-გაუმჯობესება.
                3. გაკვეთილის გეგმის შეფასების კრიტერიუმები;


სამუშაო შეხვედრის გეგმა:
 აქტივობა 1: რეფლექსია ტრენინგზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით (დრო : 1 სთ . და 30 წთ) .
  სასწავლო ჯგუფის შეხვედრა დაიწყეთ ტრენინგის საკვანძო საკითხების შესახებ რეფლექსიით. ვიმსჯელეთ შემდეგ საკითხებზე:
  • სასწავლო მიზნების ტაქსონომია;
  • სასწავლო მიზნების შეფასება;
  • გაზომვადი სასწავლო მიზნის მახასიათებლები;
  • შეფასების პრინციპები;
  • ანალიტიკური და ჰოლისტური რუბრიკები;
  • განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების შედარება;
ამისათვის გამოიყენეთ წინასატრენინგო დავალებაში მოცემული კითხვები შესაბამისი ინსტრუქციით. შეავსეთ კითხვების ქვეშ მოცემული ცხრილი;   შეადარეთ ერთმანეთს ტრენინგამდე და ტრენინგის შემდეგ (სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე) შეფასებული ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები. ჯგუფებში იმსჯელეთ გამოვლენილ განსხვავებებზე.
აქტივობა 2: გაკვეთილის გეგმების განხილვა-გაუმჯობესება         (დრო : 1 სთ . და 30 წთ ).

 იმუშავეთ წყვილებში. შეეცადეთ გაგვეუმჯობესებინა გეგმა ისე, რომ მზად ყოფილიყო დაგეგმილი გაკვეთილის ჩასატარებლად
 დაეხმარეთ ერთმანეთს ტრენერის მიერ ვენი გაკვეთილის გეგმებთან დაკავშირებით მოწოდებული უკუკავშირის გაანალიზებაში;  ვითვალისწინებდი ერთმანეთის და ტრენერის მოსაზრებებს/რეკომენდაციებს;  ვამახვილებდი ყურადღება განმავითარებელი შეფასების კომპონენტზე: განმავითარებელი შეფასების რამდენ ინსტრუმენტს მოიცავს გეგმა, რამდენად არის გათვალისწინებული განმავითარებელი შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის გამოყენება იმავე ან მომდევნო გაკვეთილზე

შეხვედრამ ნამდვილად ნაყოფიერად  ჩაიარა, რამდენადაც განვამტკიცეთ და უფრო სიღრმისეულად განვიხილეთ ტრენინგზე განხილული საკიხები და თითოეულ ჩვენგანს გვქონდა შედეგად მზა, დახვეწილი და გამართული გაკვეთილის გეგმა, რომლითაც ნებისმიერი მასწავლებელი უპრობლემოდ ჩაატარებდა გაკვეთილს და ასევე შეფასების კრიტერიუმები.






                   კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის რეფლექსია      ე. ფულაძე
სამუშაო შეხვედრა N4
მოდული 3
,,სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისათვის,,
მიზანი: 1. რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილთან დაკავშირებით
                2. საკუთარი პრაქტიკისა და გამოცდილების შეფასება

საჭირო მასალა/რესურსი: 
1.      თვითშეფასების კითხვარი(ფორმა 1)
2.      გაკვეთილის შემდგომი რეფლექსია/თვითშეფასება (ფორმა2)
3.      გაკვეთილის შემდგომი რეფლექსია ურთიერთდასწრების კითხვარი (ფორმა 3)


სამუშაო შეხვედრა

აქტივობა 1:
რეკომენდებული დრო: 1სთ 30წთ
 
     დავიყავით ჯგუფებად (ჯგუფში 3 მონაწილე). განვიხილეთ თვითშეფასების კითხვარში (ფორმა1) მოცემული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ჯგუფის თითოეულმა წევრმა გამოკვეთა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები.
     ამის შედეგ განვიხილეთ რეფლექსიის ფორმები (ფორმა 2 და ფორმა 3), რომელთა საფუძველზეც ვიმსჯელეთ ჩატარებული გაკვეთილების შესახებ, რა განხორციელდა წარმატებით და რატომ; რა განხორციელდა ნაკლებადწარმატებულად, რატომ; როგორ არის შესაძლებელი კონკრეტული სირთულეების დაძლევა.
ჩატარებული მსჯელობისა და განხილვების შედეგები აისახა ცხრილში (ცხრილი 1)
     ჯგუფში განვიხილეთ ცხრილში მოცემული ინფორმაცია, რომლის გაანალიზების მიზნით შევადგინეთ სქემა:

სირთულეები:                                                                                           გადაჭრის გზები:

-         დროის მართვა                                                               -  დროის ეფექტური განაწილების   
                                                                                       მიზნით დავალების გამარტივება და
                                                                                       მცირე დოზებით მიწოდება
-         მოსწავლეთა ქცევის მართვა                                        -   ჰიპერაქტიური
                                                                                        მოსწავლეებისთვის
                                                                                       ინდივიდუალური დავალების მიცემა;
                                                                                            - ჯგუფებისთვის დავალების
                                                                                            მკაფიოდ და  გარკვევით
                                                                                            ჩამოყალიბება


აქტივობა 2:
რეკომენდებული დრო: 1სთ 30წთ
შეიქმნა სამუშაო ჯგუფები (ჯგუფში 3 მონაწილე) და მოხდა ჯგუფებში სამუშაო თემების განაწილება:

I ჯგუფი - ,,სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და კლასის მარტვის სტრატეგია,,
II ჯგუფი - მასწავლებელი და კლასი- როგორ ჩავატაროთ ეფექტური გაკვეთილი, მენეჯმენტი, ჯგუფური მუსაობის სირტულეები და ნაკლი,,
III ჯგუფი - ,, მასწავლებლის თვითშეფასება,,
IV ჯგუფი - ,,ქცევა და ქცევის თვითმართვა,,

თითოეულმა ჯგუფმა განიხილა შესაბამისი თემა, მოხდა მსჯელობა, გაანალიზება. ამის შემდეგ გაკეთდა პრეზენტაციები და კოლეგებისგან უკუკავშირი.
    ბოლოს შეხვედრის თითოეულმა მონაწილემ შეავსო გასასვლელი ბილეთი, რომელიც გადაეგზავნა ტრენერს.       






                                          კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის რეფლექსია          ე. ფულაძე

სამუშაო შეხვედრა N5
მოდული 3
,, სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისათვის,,
მიზანი: 1. ტრენინგზე განხილული საკითხების შეჯამება
                2. გაკვეთილის ერთობლივად დაგეგმვა ფოკუსირებული დაკვირვებისთვის
                                              სამუშაო შეხვედრის გეგმა
აქტივობა 1:
დრო: 1სთ 30წთ
   განვიხილეთ მოდულის ძირითადი, მსხვილი საკითხები/თემები:
-         პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა;
-         თანამშრომლობითი სწავლება
-         დროის მართვა;
-         ინსტრუქციების გაცემა;
-         დისციპლინის დამკვიდრება;
-         მოსწავლეთა თვითმართვის უნარების განვითარება;
-         კოლეგებს შორის თანამშრომლობა;
-         პროფესიული განვითარება
    შემდეგ ვიმსჯელეთ რა ფორმით და ხერხებით გამოვიყენებთ მათ გაკვეთილზე; დავასახელეთ კონკრეტული სიტუაციები, კონკრეტული თემები, რომელთა სწავლების პროცესშიც მოხდება განზილული საკითხების გამოყენება
     მონაწილეებმა ჩამოთვალეს კლასის ეფექტურად მართვის ის სტრატეგიები, რომლებიც მათთვის საინტერესო აღმოჩნდა იმ კუთხიტ, რომელი კუთხითაც სჭირდება თითოეულ მათგანს საკუთარი პრაქტიკის განვითარება-დახვეწა. ამ თვალსაზრისით მონაწილეებმა ჩამოთვალეს ის სირთულეები, რომლებსაც აწყდებიან საკუთარ პრაქტიკაში სასწავლო პროცსის პოზიტიური მართვის განხორციელების მიზნით.
       ამის შემდეგ გადაწყდა გაკვეთილის ერთობლივად დაგეგმვა ფოკუსირებული დაკვირვების მიზნით.
აქტივობა 2:
სარეკომენდაციო დრო: 1სთ 30წთ
 საგნების მიხედვით დავიყავით ჯგუფებად, შევარჩიეთ თემა და დავგეგმეთ გაკვეთილი. ამის შემდეგ გამოვკვეთეთ  კონკრეტული პროფესიული მიზანი, რომლის მიღწევასაც დავაკვირდებით გაკვეთილზე. შევიმუშავეთ კრიტერიუმები, რომლითაც შევაფასებთ გაკვეთილს და მასზე მიღწეულ დასახულ პროფესიულ მიზანს.
     შემდეგ მოხდა ჯგუფების ნამუშევრების პრეზენტაცია და განხორციელდა კოლეგების უკუკავშირი.






                             კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის რეფლექსია     ე. ფულაძე
სამუშაო შეხვედრა N6
მოდული 3
,,სასწავლო პროცესის პოზიტიური მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისათვის,,

მიზანი:  1. გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვების შედეგების განხილვა; პროფესიული განვითარების შემდგომი ეტეპების დაგეგმვა;
                    2.   მომდევნო მოდულის (საგნობრივი მოდულის) წინასაკითხავი მასალის გაცნობა და დამუშავება

სამუშაო შეხვედრის გეგმა

აქტივობა 1:   - პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და პროფესიული განვითარების დაგეგმვა კონკრეტული საჭიროების მიმართულებით; ჯგუფური დისკუსია.
სარეკომენდაციო დრო: 1სთ 30წთ
  შედგა საგნობრივი ჯგუფები: ფიზიკის და მათემატიკის. თითოეულმა ჯგუფმა განიხილა ჩატარებული გაკვეთილები. იმსჯელეს გაკვეთილზე მიღწეული პროფესიული მიზნების შესახებ: კერძოდ რა გამოვიდა, რა ვერ გამოვიდა. ამის შემდგომ გამოიკვეთა პროფესიული საჭიროება, რომელიც განვითარებასა და დახვეწას საჭიროებს. ჯგუფის თითოეულმა წევრმა ჩამოყალიბებული საჭიროების შესახებ მოახდინა ინდივიდუალური რეფლექსია ცხრილის მიხედვით. შემდეგ მოხდა ამ რეფლექსიების განხილვა ჯგუფში, პრეზენტაცია და უკუკავშირი კოლეგებისგან.

აქტივობა 2:   -  მომდევნო მოდულის (საგნობრივი მოდული) წინასაკითხავი მასალის გაცნობა და დამუშავება
სარეკომენდაციო დრო: 1სთ 30წთ
         შედგა სამუშო ჯგუფები. ჯგუფის წევრებმა განიხილეს ფასილიტატორის მიერ მიწოდებული წინასაკითხავი მასალა და გამოკვეთეს მნიშვნელოვანი საკითხები, იმსჯელეს პრაქტიკაში მათი გამოყენების შესახებ.
      შემდეგ მოხდა ჯგუფების ნამუშევრების პრეზენტაცია და კოლეგების უკუკავშირი





No comments:

Post a Comment