გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის გეგმები 

1.
რეფლექსია
2019 წლის 22 აპრილს  მე-7კლასში ჩავატარე  გაკვეთილი გეომეტრიაში თემაზე: ,,მხებითა და ქორდით შედგენილი კუთხე, კუთხე წვეროთი წრეწირის შიგნით და წრეწირის გარეთ,  ორი მხებით შედგენილი კუთხე’’.  გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეესწავლათ და ჯგუფებში თანამშრომლობით თვითონ მიხვედრილიყვნენ თეორემების დამტკიცებას ( საჭიროების შემთხვევაში ესარგებლათ სათადარიგო მასალით), წარმოედგინათ და აეხსნათ მათთვის განკუთვნილი მასალა თანაკლასელებისთვის; ამოეხსნათ აღნიშნული თეორემების გამოყენებით გეომეტრიული ამოცანები.
გაკვეთილი ესგ-ს მიხედვით შეესაბამება სტანდარტს.
        მათ.გაძ.VII.13. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ამოცანების ამოხსნა           სამკუთხედებთან დაკავშირებული ცნებებისა და ფაქტების გამოყენებით;
პირველი აქტივობისას  წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გამოვიყენე შესასვლელი ბილეთები, რომლებიც შეიცავდა რამდენიმე ამოცანას განვლილი მასალიდან. დროის ეფექტურად გამოყენების მიზნით თითოეულ ამოცანას თან დავურთე  ნახაზი. ბილეთების აგროვების შემდეგ  გადავხედე  პასუხებს და მონიტორის დახმარებით განვიხილე ყველა ამოცანა. მოსწავლეებმა ძირითადად წარმატებით გაართვეს თავი დავალებას.
მეორე აქტივობისას მოსწავლეებს მოკლედ გავაცანი ჩვენი გაკვეთილის მონახაზი და გავანაწილე 4 ჯგუფად  ბარათების მიხედვით, რომლებშიც  მითითებული იყო ჯგუფის ნომერი და გვარი. ამით შევეცადე დამეცვა შესაძლებლობების ბალანსი. თითოეულ ჯგუფს დავურიგე ახალი მასალიდან ჩემ მიერ მომზადებული თეორემები, რომელთაც თან ახლდა ნახაზები (თითოეულ ჯგუფს განსხვავებული თითო თეორემა).  ვთხოვე, რომ შეესწავლათ და გაეაზრებინათ თეორემა და ერთმანეთთან თანამშრომლობით დაემტკიცებინათ. თუ ვერ დაინახავდნენ თეორემის დამტკიცების გზას, მათთვის მქონდა სათადარიგო მასალა, რომელიც მოიცავდა თეორემის დამტკიცებას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მასალის გამოყენება დამჭირდა მხოლოდ ერთ ჯგუფთან. სამმა ჯგუფმა დამოუკიდებლად შეძლო თეორემის დამტკიცება.  ზოგიერთმა წარმოადგინა თეორემების დამტკიცების განსხვავებული  გზები. ჯგუფებმა   ფორმატზე მოკლედ ჩამოაყალიბეს თეორემა და მისი დამტკიცება და წარმოადგინეს  პრეზენტაცია. საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით რამდენიმეჯერ ჩავერთე ახსნის პროცესში.
მესამე აქტივობისას ჩემ მიერ წინასწარ მომზადებული სლაიდების საშუალებით კლასთან კითხვა-პასუხით შევაჯამე ახალი მასალა და  განმტკიცების მიზნით განვიხილე ამოცანები თითოეული თეორემის გამოყენებაზე, რომელიც დავურიგე ჯგუფებს ამობეჭდილი სახით. მოსწავლეები ხალისით შეუდგნენ ჯგუფებში მუშაობას და ერთმანეთთან თანამშრომლობით  წარმატებით გაართვეს თავი ამოცანების ამოხსნას.  მე მივდიოდი ჯგუფებთან და ვაძლევდი უმნიშვნელო მითითებებს. გააკეთეს პრეზენტაციები, რომლებიც გამოირჩეოდა საკმაოდ მაღალი ხარისხით.
მეოთხე აქტივობა იყო  გაკვეთილის შეჯამება და დავალებად მივეცი ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი თემაზე: ,,მხებითა და ქორდით შედგენილი კუთხე, კუთხე წვეროთი წრეწირის შიგნით და წრეწირის გარეთ,  ორი მხებით შედგენილი კუთხე.  მივუთითე ელ. რესურსის მისამართი და მოკლედ გავაცანი დავალების შესრულების ინსტრუქცია.
იხ. ელექტრონული რესურსის მისამართი:  https://learningapps.org/display?v=pbunntu6n19
გაკვეთილი ჩატარდა გეგმის მიხედვით, განხორციელდა გეგმით  გათვალისწინებული ყველა  აქტივობა, თუმცა ბოლო აქტივობისთვის გათვლილი ამოცანებიდან დრო არ მეყო ბოლო ამოცანის ამოხსნისთვის, რომელიც გადავიტანე შემდეგი გაკვეთილისთვის. სამომავლოდ შევეცდები სწორად დავგეგმო აქტივობებზე გაწერილი დრო.
ჩემ მიერ შექმნილი ელ. რესურსი შეუძლიათ გამოიყენონ მათემატიკური მიმართულების სკოლების, ასევე საჯარო სკოლების მათემატიკის მასწავლებლებმა საკლასო და საშინაო დავალებების შესასრულებლად.   
მთელი გაკვეთილის მსვლელობისას  მოსწავლეთა შეფასების მიზნით ვიყენებდი ზეპირსიტყვიერ შეფასებებს, ხოლო გაკვეთილის ბოლოს შევაფასე განსაკუთრებით აქტიური ბავშვები წინასწარ გამზადებული რუბრიკის მიხედვით(განმსაზღვრელი შეფასება).

ვფიქრობ გაკვეთილის მიზანი და შედეგი მიღწეულია, ვინაიდან გაკვეთილი მოიცავდა  გათვალისწინებულ ყველა ინდიკატორს. 
                                                                                                                               25.04.2019
                                                                            ელიზა ფულაძე

2. რეფლექსია

3. მასწავლებლის რეფლექსია
მათემატიკის მასწავლებელი: ელიზა ფულაძე.
მე-7კლასში ჩავატარე გაკვეთილი ალგებრაში თემაზე:წრფივი ფუნქცია ეკონომიკურ ამოცანებში.  გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეძლებოდათ შეექმნათ ეკონომიკური ამოცანების მათემატიკური მოდელი, მიეყვანათ ეს ამოცანები წრფივ ფუნქციებამდე და მათემატიკაში ნასწავლი წრფივი ფუნქციის თვისებების გამოყენებით გრაფიკულად ამოეხსნათ ამოცანები პროგრამა “GEOGEBRA” - ს დახმარებით. აგრეთვე ამ გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს დაენახათ მათემატიკის როლი და მნიშვნელობა ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტისას,  შეესწავლათ მარტივ ეკონომიკურ ამოცანებში მუშაობის ოპტიმალური და ეკონომიკური პროგრამის შედგენა და ასევე, სხვადასხვა სიტუაციაში ოპტიმალური ვარიანტის არჩევა.
გაკვეთილის ტიპი იყო „პრობლემაზე ორიენტირებული“.
 გაკვეთილი ესგ-ს მიხედვით შეესაბამებოდა სტანდარტს:
პირველი აქტივობისას, წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით, მოსწავლეებს გავახსენე y=kx+b წრფივ ფუნქცია, მის გრაფიკი, მისი k და b კოეფიციენტების შინაარსი, რაც დაეხმარათ წერტილების მოძებნის გარეშე გრაფიკის სქემატურად გამოსახვაში, ამისათვის გამოვიყენე ჩემ მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსი, სადაც მოეთხოვებოდათ ფუნქციათა გრაფიკებისთვის შეესაბამებინათ შესაბამისი ფორმულები.  ელ. რესურსი გავუშვი ეკრანზე.ელ. რესურსის მისამართია:  https://learningapps.org/display?v=p18aqhmnj19.
 დავალება მოიცავდა 12 სავარჯიშოს. შესაბამისობის დასადგენად გამოვიყენე შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული  მოსწავლეები. მოსწავლეებმა, ჩემი ჩარევის გარეშე,  წარმატებით გაართვეს თავი დავალებას.                                                                                                  ამის შემდეგ მოსწავლეებს მოკლედ გავაცანი ჩვენი გაკვეთილის მონახაზი და გავანაწილე 4 ჯგუფად  ბარათების მიხედვით, რომელშიც მითითებული იყო ჯგუფის ნომერი და გვარი. ამით შევეცადე დამეცვა შესაძლებლობების ბალანსი. ვესაუბრე მათემატიკის როლსა და მნიშვნელობაზე ბიზნეს ამოცანების ამოხსნისას. ეკრანზე განვიხილე ეკონომიკური ხასიათის ამოცანები, რომელშიც მოითხოვებოდა:   ტვირთის გადატანის ოპტიმალური ვარიანტის არჩევა, საწარმოს სიმძლავრის განსაზღვრა და კომპლექსური საწარმოს ოპტიმალური მუშაობის პროგრამის შედგენა. აქვე ავუხსენი, თუ რას ნიშნავს საწარმოს სიმძლავრე და რას გულისხმობდა საწარმოს ოპტიმალური პროგრამა.  გარკვეული მითითებებით დავეხმარე, რათა ამოცანები გადაეყვანათ მათემატიკურ ენაზე. მოსწავლეები ხალისით შეუდგნენ ჯგუფებში მუშაობას და ერთმანეთთან თანამშრომლობით  წარმატებით გაართვეს ამოცანების ამოხსნას. მე მივდიოდი ჯგუფებთან და ვაძლევდი უმნიშვნელო მითითებებს. ამოცანები ამოხსნეს ანალიზურადაც და გრაფიკულადაც. მათ მიერ  წარმოადგენილი პრეზენტაციები  გამოირჩეოდა საკმაოდ მაღალი ხარისხით. პროგრამა “GEOGEBRA” - ში ააგეს გრაფიკები, თვალსაჩინოებისთვის შეურჩიეს განსხვავებული ფერი და სტილი და მიანიჭეს შესაბამისი ფორმულები, მოძებნეს გადაკვეთის წერტილის კოორდინატები და შეადგინეს საწარმოს ოპტიმალური მუშაობის პროგრამა.

ბოლოს შევაჯამე გაკვეთილი კითხვებით.  ჯგუფებმა ერთმანეთი შეაფასეს რუბრიკის მიხედვით, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო გამოვიდა. ისინი ერთმანეთს აფასებდნენ ობიექტურად. აღნიშნავდენ დადებით მხარეებს და რჩევებს აძლევდნენ ხარვეზების გამოსასწორებლად.  მოსწავლეთა ურთიერთშეფასების დასრულების შემდეგ მეც გავაკეთე განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები. შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი საშინაო დავალება, რომელიც გადაეგზავნებათ ელექტრონულად, მივეცი შესაბამისი ინსტრუქციები სავარჯიშოების შესრულებასთან დაკავშირებით.
მოკლედ შევაფასე გაკვეთილი,  გამოვხატე კმაყოფილება გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვის გამო, მადლობა გადავუხადე კლასს .
დამსწრე კოლეგებმა  აღნიშნეს,  რომ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილები, სადაც ჩანს მათემატიკის კავშირი და როლი პრაქტიკასთან, დიდ ინტერესს იწვევს მოსწავლეებში, ამიტომ  გადავწყვიტეთ კათედრის სახვა წევრებთან  მომავალშიც დავგეგმოთ ანალოგიური ტიპის გაკვეთილები თემის შესაბამისად. გაკვეთილი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მოსწავლეებმა გადმოწერეს, შეისწავლეს და საგაკვეთილო პროცესში გამოიყენეს პროგრამა „GEOGEBRA”. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს გაკვეთილი იყო ინტეგრირებული ისტ - თან.
გაკვეთილის სუსტი მხარე გახლდათ ის, რომ ყველა მოსწავლე თანაბრად არ იყო ჩართული მუშაობაში, რადგან ზოგს არ ჰქონდა ,, GEOGEBRA”-ში მუშაობის გამოცდილება. ვეცდები შემდეგ გაკვეთილებზე ეს ხარვეზი გამოვასწორო.

ეროვნულ სასწავლო სტანდარტთან:

 მათ. გაძ. VII.5. მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულების ამოცნობა და გამოსახვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      მოცემული დამოკიდებულებისათვის თვისობრივად და რაოდენობრივად აღწერს თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება მეორის მნიშვნელობაზე; მოყავს მუდმივი და არამუდმივი რაოდენობრივი ცვლილების მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან;
·      სიტყვიერად ჩამოყალიბებულ დებულებას სიდიდეებს შორის დამოკიდებულებისა და მიმართების შესახებ გამოსახავს გრაფიკულად ან/და ცხრილით და პირიქით – გრაფიკულად ან/და ცხრილით გამოსახულ დამოკიდებულებას აღწერს სიტყვიერად;

ვფიქრობ, გაკვეთილის მიზანი და შედეგი მიღწეულია, ვინაიდან გაკვეთილი მოიცავდა  გათვალისწინებულ ყველა ინდიკატორს. 

                                                                                                                05.06.2019
                                                                                                                   ელიზა ფულაძე

4. გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ელიზა ფულაძე 16001002718
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო მე-7 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 24
გაკვეთილის თემა: დიოფანტეს განტოლება
გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენციები (მედიაწიგნიერება)
გაკვეთილის მიზანი:
·          მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა მედიასაშუალებების გამოყენებით ინფორმაციის მიღება, დახარისხება და ანალიზი შემდეგ საკითხებზე:
           ა)დიოფანტეს ცხოვრებისა და მოღვაწეობა;
     ბ) წრფივი დიოფანტური განტოლებების ამოხსნის ზოგადი ფორმულების გამოყვანა; 
     გ) წრფივი დიოფანტური განტოლებების კერძო ამონახსნების მოძებნა ევკლიდეს           ალგორითმის გამოყენებით;
    დ) სამყაროს განტოლება;
    ე ) მოიძიონ და ამოხსნან ამოცანები, რომლებიც დაიყვანებიან წრფივ და მეორე ხარისხის დიოფანტური განტოლებამდე.
·         საჭირო მონაცემების შერჩევა და ორგანიზება;  მონაცემებს შორის არსებითი მონაცემების  გამოყოფა და საპრეზენტაციო სახით წარმოდგენა;
·         დამტკიცების, დასაბუთების, არგუმენტირების ხერხების ფლობა; მსჯელობის ხაზის, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარის განვითარება.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

კლასის ორგენიზება
ამოვიკითხავ სიას და მივიღებ მოკლე ინფორმასიას გამცდენი მოსწავლეების შესახებ.
მოსწავლეებს მოკლედ გავაცნობ გაკვეთილის მიზანს, შევუქმნი წარმოდგენას საგაკვეთილო პროცესზე, ვთხოვ სრულ მობილიზებასა და თანადგომას საგაკვეთილო პროცესში.

ვერბალური კომუნიკაცია მთელ კლასთან.

საერთო საკლასო
ჟურნალი.
1 წთ.
2

საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ კლასს შევახსენებ წინასწარ მიცემული დავალების შესახებ.  გამოვიკითხავ რა სირთულეები შეხვდათ დავალების შესრულების დროს და როგორ გაართვეს თავი სამუშაოს შესრულებას.  
წინა გაკვეთილზე კლასი დავყავი 5  ჯგუფად. ჯგუფებად განაწილების დროს  შევეცადე, რომ შეძლებისდაგვარად დაცული ყოფილიყო  შესაძლებლობების ბალანსი. გავითვალისწინე მათი სურვილები, უნარები და შესაძლებლობები.
მათ დაევალათ ინფორმაციის მოძიება,  დახარისხება,  ერთმანეთთან თანამშრომლობით მოძიებული მასალის გარჩევა-გააზრება,  წარმოდგენის შესაბამისი ფორმის მოძებნა  და 5-7 წუთიანი პრეზენტაციის მომზადება კონკრეტულ საკითხზე. მუშაობის პერიოდში ვუწევდი მონიტორინგს, საჭიროების შემთხვევაში ვაძლევდი საჭირო რჩევებსა და მითითებებს.

კითხვა-პასუხის მეთოდი
ჯგუფური

3 წთ.
3

მოსწავლეები წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით აკეთებენ პრეზენტაციას მათთვის მიცემულ თემაზე:
I ჯგუფი -დიოფანტეს ცხოვრება  და მოღვაწეობა;
II ჯგუფი - წრფივი დიოფანტური განტოლებების ამოხსნის ზოგადი ფორმულების გამოყვანა და წრფივი დიოფანტური განტოლებების კერძო ამონახსნების მოძებნა ევკლიდეს           ალგორითმის გამოყენებით;
III ჯგუფი - „სამყარის განტოლება“;
IV ჯგუფი - ამოცანები, რომლებიც დაიყვანებიან წრფივ  დიოფანტური განტოლებამდე;
V ჯგუფი - ამოცანები, რომლებიც დაიყვანებიან  მეორე ხარისხის დიოფანტური განტოლებამდე.

ჯგუფი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას პრეზენტაციის წარმოდგენის ფორმასა და საშუალებებთან დაკავშირებით.
ყოველი ჯგუფის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჯგუფს დავუსვამ შეკითხვებს:
1. რა რესურსები გამოიყენეთ ინფორმაციის მოსაგროვებლად?
2.შეამოწმეთ თუ არა მოძიებული ინფორმაციის სანდოობა?
3. ისარგებლეთ თუ არა უცხოური საიტებით და რამდენად დაგეხმარათ ენის ცოდნა და კომპიუტერული უნარ-ჩვევები მასალის მოძიებაში;
4.რას გაითვალისწინებთ შემდეგში მსგავსი დავალებების შესრულებისას?
პრეზენტაცია
ჯგუფური
სმარტბორდი, ფლიპჩარტი, დაფა, მარკერი, პლანშეტები,

34 წთ.
4

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ ვაკეთებთ თითოეული ჯგუფისთვის განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას, რისთვისაც მოსწავლეებს წინასწარ გადავცემ ჯგუფური სამუშაოს შესრულებისა და პრეზენტაციის წარმოდგენის შეფასების რუბრიკას.
დისკუსია
ჯგუფური
ჯგუფური ამუშაოს შესრულების რუბრიკები
5წთ.
5
ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ შეავაჯამებთ გაკვეთილს -გაიმართება მცირე დისკუსია იმაზე, თუ  რატომ იყო მათთვის ეს გაკვეთილი მნიშვნელოვანი. მოხდება გაკვეთილის შეჯამება კითხვებით:
1.      რა ისწავლეს ახალი?
2.      რა გაუჭირდათ, ან გაუადვილდათ ყველაზე მეტად ინფორმაციის მოგროვება-დამუშავებისას?
1.      რა დადებით და უარყოფით მხარეებს გამოყოფდნენ ჯგუფურად დავალების შესრულებისას?
2.      რა არ მოეწონათ  დღევანდელ გაკვეთილზე და რას გაითვალისწინებენ შემდეგში?

შემდეგ მოსწავლეებს გავაცნობ საშინაო დავალებას რომელიც გადაეგზავნებათ ელექტრონულად, მივცემ შესაბამის ინსტრუქციებს სავარჯიშოების შესრულებასთან დაკავშირებით.
მოკლედ შევაფასებ გაკვეთილს, გამოვყოფ ძლიერ და სუსტ მხარეებს, მადლობას გადავუხდი ყველას თანამშრომლობისთვის და დავემშვიდობები.
კითხვა-პასუხის მეთოდი
ჯგუფური

2წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეს შეუძლია:
კონკრეტულ საკითხზე სხვადასხვა მულტიმედიური საშუალებებით საჭირო ინფორმაციის მოძიება დახარისხება, ვიდეო-აუდიო, ვიზუალური სახით წარმოდგენა; 
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  შეფასება: პრეზენტაციის დასრულების  შემდეგ გამოვიყენებ ანალიტიკურ და ჰოლისტურ რუბრიკებს სათითაო ჯგუფის განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებისთვის.

შეფასება   -  განმავითარებელი.  ვაფასებ თითოეული ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ნამუშევარს.
კრიტერიუმები
საშუალოზე დაბალი
   1-4ქ.
საშუალო
   5-6ქ.
კარგი
 7-8ქ.
ძალიან კარგი
       9-10ქ.
ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი სიღრმისეულად  გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაო დავალების ორგანიზება
სამუშაო არაორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები ვერ გადანაწილდა.
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა.
სამუშაო სწორად იყო ორგანიზებული იყო,  ჯგუფის თითქმის ყველა წევრებს შორის ფუნქციები თანაბრად გადანაწილდა.
სამუშაო ძალიან კარგად იყო ორგანიზებული.  ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა.
თანამშრომლობისა და აზრთა გაზიარების უნარი
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი არ გამოვლინდა. ჯგუფის წევრთა შორის იყო ქაოსური ურთიერთობა.
ნაწილობრივ აქვთ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი. მხოლოდ ერთი-ორი მოსწავლე აქტიურობდა; ჯგუფის წევრთა შორის არ იყო საქმიანი ურთიერთობა. ზოგჯერ ურთიერთობა იძაბებოდა.
აქვთ კარგი ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი არ გამოვლინდა. ჯგუფის თითქმის ყველა წევრი აქტიურობდა, ჯგუფის წევრებს  შორის იყო საქმიანი ურთიერთობა.
აქვთ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი.ჯგუფის ყველა წევრი იყო ძალიან აქტიური, ხოლო სამუშაო -ნაყოფიერი;  ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები.
წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე და სანდოობა
წარმოდგენილი ინფორმაცია ბუნდოვანია, არ იწვევს სანდოობას.
წარმოდგენილი ინფორმაცია გასაგებია, მაგრამ არაა წარმოდგენილი წყაროები სანდოობის დასაზუსტებლად.
წარმოდგენილი ინფორმაცია გასაგებია, აღნიშნულია ინფორმაციის მოძიების წყაროები სანდოობის დასაზუსტებლად.
წარმოდგენილი ინფორმაცია მრავალფეროვანი და საინტერესოა, პრეზენტაცია შეიცავს მრავალფეროვან ინფორმაციის მოძიების წყაროების ჩამონამთვალს სანდოობის დასაზუსტებლად.
დროის ლიმიტი
ვერ იცავენ დროის ლიმიტს.
უჭირთ  დროის ლიმიტის დაცვა.
იცავენ დროის ლიმიტს.
ზუსტად იცავენ დროის ლიმიტს.

მასწავლებლის თვითშეფასების  რუბრიკა
 
    კრიტერიუმები
   კარგად
ძალიან კარგად
ვქმნი სასწავლო მიზნებს სასწავლო გეგმის შესაბამისად

ჩემს მიერ ფორმულირებული მიზანი არის კონკრეტულად ჩამოყალიბებული, მიღწევადი, შეფასებადი და გაზომვადი.

აქტივობები დაგეგმილია მიზნის შესაბამისად და ემსახურება მიზნის მითწევას

აქტივობების დაწყებისას ვუხსნი მოსწავლეებს რას დავაკვირდები მათ საქმიანობაში ისწავლეს თუ არა საკითხი.

ვიყენებ განმავითარებელი შეფასების ეფექტურ სტრატეგიებს

განმსაზაღვრელი შეფასების მისაცემად ვქმნი შეფასების რუბრიკებს და წინასწარ ვაცნობ მათმოსწავლეებს.

შეფასებით მიღებულ შედეგებს ვაანალიზებ და გამოტანილ დასკვნებს ვიყენებ შემდგომი დაგეგმვის პროცესში

უკუკავშირის ფორმულირებისათვის ვიყენებ გაკვეთილის მიზნებსა და შეფასების კრიტერიუმებს

ჩემს მიერ მიწოდებული უკუკავშირი მოიცავს მოსწავლის მიღწევის აღიარებასა და რჩევას შედეგების გაუმგობესების გზების შესახებ

უფრო მეტად ვსვამ ღიადაბოლოებიან კითხვებს

გაკვეთილებს ვგეგმავ გენდერის საკითხების, მოსწავლეთა სპეციალური საჭიროებების და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით

ხელმოწერა:   ე.ფულაძე
თარიღი:    24/05/2019წ.

No comments:

Post a Comment